სომხური ცეკვა

სომხური ცეკვა

სომხური დროშა

სომხური დროშა

вторник, 15 декабря 2009 г.

სომხები


ისტორია:

როგორც ისტორიოგრაფიიდანაა ცნობილი, საქართველოში სომხების დასახლება ძირითადად XVI საუკუნიდან იწყება. ეს ის პერიოდია, როცა მტრისაგან შევიწროებული სომხობა სამშობლოს ტოვებდა და უცხო ქვეყნებში აფარებდა თავს. ამასთან დაკავშირებით აკად.ივ. ჯავახიშვილი წერდა: საქართველო სომხებისათვის ყველაზე უფრო მახლობელი ქვეყანა იყო, სადაც მათ თავისუფლად შეეძლოთ ცხოვრება, — საქართველოში არასდროს არც ეროვნული, არც სარწმუნეობრივი დევნა არ ყოფილა, — და თანაც საქართველოში შემოხიზნულ სომხებს სულ უფრო მეტი იმედი ჰქონდათ, რომ თუ გარემოება მათთვის ხელსაყრელად შეიცვლებოდა, იქითგან თავიანთ სამშობლოში ადვილად დაბრუნებულიყვნენ სრულებით ბუნებრივია, რომ ისინი სახლდებოდნენ განსაკუთრებით იმ კუთხეში, რომელიც სომხეთის მოსაზღვრე იყო და სადაც თავისუფალი სამოსახლო ადგილი მოიპოვებოდა. ამიტომ არც გასაკვირველია, რომ ისინი შემოიხიზნებოდნენ ხოლმე სწორედ ქვემო ქართლში .~ იმავე ივ. ჯავახიშვილის მონაცემებით, თურქთა და ლეკთა შემოსევების შედეგად, სომხური მოსახლეობა ამ ადგილბიდან აყრილა. ასეთი აოხრების შემდეგ, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ამიერკავკასიაში სომეხთა საერთო რაოდენობა 17000 ოჯახამდე შემცირებულა. მისივე თქმით, ქვემო ქართლში, კერძოთ ლორეში, რუსეთის ხელისუფალთა დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, ერეკლე მეფეს უკაცრიელ ადგილებში მხოლოდ მელიქ აბო და მისი ყმები დაუსახლებია.

1926 წლის საქართველოს მოსახლეობის აღწერის მონაცემები, რომლის მიხედვით აქ ცხოვრობდა 307,018 სომეხი; 1939 წლის აღწერით კი — 414,182; 1959 წელს — 442,9; 1970 წელს — 452,3; 1979 წელს — 448,0; 1989 წელს — 437,2.

მოსახლეობის უკანასკნელი აღწერის მიხედვით, რომელიც საქართველოში ჩატარდა 2002 წელს, სომეხთა რაოდენობა აქ იყო 248,929 და მათ შორის 82,586 ცხოვრობდა თბილისში.

კულტურა:

სომხური ლიტერატურა დასაბამს იღებს 406 წელს მესროპის მიერ სომხური ანბანის შექმნის დღიდან. ისაკმა, სომხეთის კათოლიკოსმა, ჩამოაყალიბა მთარგმნელთა სკოლა, რომელთა მოწაფეები გააგზავნეს ედესაში, ათენში, კონსტანტინოპოლში, ალექსანდრიაში, ანტიოქიაში, კაბადოკიაში და სხვაგან სირიული და ბერძნული კოდექსების შესაძენად მათი თარგმნის მიზნით. სირიულისგან შეიქმნა ახალი აღთქმნის პირველი ვერსია, ევსების ისტორიისა და მისი კონსტანტინეს ცხოვრების ვერსია და სხვ.

მთარგმნელობითი სამუშაოების გარდა ამ პერიოდში ორიგინალური ნაწარმოებებიც იქმნებოდა. ეზნიკ ხოლბაცმა დაწერა "უარყოფათა წიგნი" (თარგმანი პირობითია), ხოლო კორიუნმა "წმინდა მესროპის ცხოვრების ისტორია და სომხური ლიტერატურის საწყისები".

ცნობილ სომეხი კულტურის მოღვაწეები არიან : მხატვარი მარინისტი ივან აივაზოვსკი წარმოშობით სომეხი მშოფლიოში ცნობილი მომღერალი შარლ აზნაური, კინოფილმ ''მიმინოში'' ერთ ერთი მთავარი როლიშ შემსრუყლებელი ფრუნზიკ მიკირტიჩიანი, მოჭადრაკე ტიგრან პეტროსიანი და სხვა... 

ტრადიციები და წეს–ჩვეულებები

სომხური ქორწილი განუმეორებელია სიუხვითა და სილამაზით. ქორწილამდე ნახულობენ სადედოფლოს, მშობლების მოლაპარაკების შემდეგ ხდება ნიშნობა და შემდეგ ქორწილი. ქორწილის დღეს სიძეს დედოფლისათვის გამოსასყიდს თხოვენ, დედოფალი ქორწილში მოსულ გასათხოვარ ქალიშვილებს, მეგობრებს ურიგებს ტკბილეულით სავსე პატარა კალათებს რომელსაც "ტაროსიკს'' უწოდებენ. ქორწილი რამდენიმე დღე შეიძლება გაგრძელდეს.

სომხების ერთ–ერთი დღესასწაულია "ვართევორი", ეს იმართება ზაფხულში. მოსახლეობა  ძალიან მხიარულობს. ერთმანეთს ასხამენ წყლებს, კლავენ საკლავს, ზეიმობენ.

შემდეგი დღესასწაულია "სუფსარქისი".ლეგენდის თანახმად წმინდა სარქისმა მოიტაცა მშვენიერი ბერძენი ელენა. მათ დაედევნენ მდევრები. ამ დროს ამოვარდა ქარბუქი და ქალი ვეღარ დაიბრუნეს.

ჩვეულების თანახმად ამ დღეს გასათხოვარი გოგონები მარილიან კვერებს აცხობენ და მიირთმევენ, საბედოს დასიზმრების მოლოდინში.

სომხური ტრადიციული კერძებია: "ლულა ქაბაბი", "ტოლმა"

თურქეთსა და სომხეთში ტოლმას უწოდებენ ნებისმიერ შეჭამადს, რომელიც კომბოსტოს, ყურძნის ფოთლებში, ბადრიჯანში, ან ბულგარულ წიწაკაშია გახვეული.
ტრადიციული ტოლმა ყურძნის ფოთლებში გახვეული ცხვრის ხორცისა და ბრინჯის ნაზავია (სომხ. ტპოვ ტოლმა - թփով տոլմա), ან იგივე კომბოსტოს ფურცლებში (კაღამბი ტოლმა - կաղամբի տոլմա). ხორცისა და ბრინჯის გარდა ტოლმას ამატებენ კორიანდრს, ქინძს, ნიახურს, პიტნას, ცხარე პილპილს და დამდნარ კარაქს. სუფრასთან როგორც წესი არაჟანთან მიართმევენ.